Monday 14 December 2015

რეფლექსია-მეცხრე დღე

ტრენინგის  ბოლო დღეა-- ყველაფერი ავტვირთე დისკზე. გავაკეთე პრეზენტაზია. კონსულტაციები მივიღე ბატონი დათოსაგან.  ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დათოს ასეთი ნაყოფიერი და ბევრის  მომცემი ტრენინგისთვის.

Sunday 13 December 2015

რეფლექსია - მერვე დღე

თითქმის  მოვაწესრიგე საქაღალდე, გავეცანი შეფასების რუბრიკებს, მათ აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. შევეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო სხვადასხვა პროექტების დაგეგმვაში.

Saturday 12 December 2015

რეფლექსია-მეშვიდე დღე

    დღევანდელი დღე იყო საინტერესო. პროექტის გეგმა თითქმის  ბოლომდე მივიყვანე. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. პრეზენტაცია ავტვირთეთ GoogIe drive-ში გავაზიარეთ, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით ბლოგზე.

Saturday 5 December 2015

რეფლექსია-მეექვსე დღე

დღევანდელი  ტრენინგი მთლიანად  პრაქტიკული მუშაობით შემოიფარგლა. დავამთავრე პროექტზე მუშაობა, ახლა ველოდები ბატონი დათო როგორ შეაფასებს ჩემს ნაშრომს. ასევე მუშაობა დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. კმაყოფილი ვარ რომ ეს ცოდნა დამეხმარება პრაქტიკულ მუშაობაში.

მეხუთე დღე

დღეს ტრენინგზე გავეცანით პროექტისათვის საჭირო მიმართულებებს, განვიხილეთ კითხვების კლასიფიკაცია, სასწავლო პროცედურები, აქტივობები და ა.შ  დღეს პროექტის ნახევარი დავწერე რითიც კმაყოფილი ვარ.

Monday 30 November 2015

რეფლექსია-მესამე და მეოთხე დღე


    ნაყოფიერი იყო ეს ორი დღის მუშაობა. თვალი გადავავლეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას,   სტანდარტებს თუ როგორ ვიმუშაოთ პროექტის წერაზე.ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის სწავლა, იმედიანად ვმუშაობ.